
ბედიანის დედათა მონასტერი
ბედიანის ტერიტორიაზე ისტორიულ წარსულში მხოლოდ სამონასტრო კომპლექსები არსებობდა, რომელთა ისტორია ადრეული შუა საუკუნეებიდან იღებს დასაბამს. კომუნისტურ ანექსიამდე ბედიანის საყდარი მოქმედი იყო, საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კი მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. XX საუკუნის 50- იან წლებამდე აქ დასახლებული პუნქტი აღარ არსებობდა. 1954 წელს კი საფუძველი ეყრება ბედიანის დასახლებას. რომელიც ჩნდება ხრამჰესების კასკადის ბაზაზე. დაბის პირველ მოსახლეობას სწორედ ამ მშენებლობაზე მომუშავე ხალხი წარმოადგენდა. უკვე მარავალი წელია ფონდი “ერთგულება” ბედიანის დედათა მონასტერსა და ბავშვთა სახლს პატრონობს. ყოველთვიურად ფონდი ამარაგებს მონასტერს საკვებითა და ყველა საჭიროების ნივთებით.
|
|