26 ოქტომბერს მართლმადიდებელმა სამყარომ ივერიის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით მთაწმინდის
მამა დავითის მონასტერში საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”-ს მიერ აგებულ,
ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წირვა არქიმანდრიტნა იოანემ
აღავლინა. წირვის შემდეგ მრევლისთვის სადღესასწაულო ტრაპეზი გაიმართა,
რომელიც ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. |


|