
27 ნოემბერი 2009
დახმარება ბერბერაშვილების 10 სულიანი ოჯახისათვის
25 ნოემბერს საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” თიანეთში მცხოვრებ ბერბერაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. 10 სულიანი ოჯახი ნახევრადდანგრეული სახლის ერთ ოთახში ცხოვრობს, ბავშვებს იატაკზე სძინავთ, რადგან საკმარისი საწოლები არ აქვთ და ნოემბრის სიცივის მიუხედავად ფეხებზე მხოლოდ თხელი წინდა აცვიათ.
ფონდმა ”ერთგულება” და მისმა მეგობრებმა ოჯახს საკვები პროდუქტების დიდი მარაგი, ტანსაცმელი, თბილი ლეიბები და საბნები ჩაუტანეს.