Georgian        English        Russian



18 მაისი 2009


დახმარება სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაღუპული მეომრების დედათა კავშირს

16 მაისს საქველმოქმედო ფონდმა ‘ერთგულება” ჰუმანიტარული დახმარება სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომში დაღუპულ შვილთა დედების კავშირს გადასცა. კავშირში “არ დავიწყება” 806 დედაა გაერთიანებული, მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს დაღუპული მეომრების ოჯახებზე ზრუნვა და სოციალურად დაუცველ დედათა დახმარება. სამწუხაროდ მათი უმრავლესობა უკიდურესი სიღატაკის პირობებში ცხოვრობს.
ფონდისგან კავშირში გაერთიანებულ ქალბატონებს ტანსაცმელი გადაეცა.