Georgian        English        Russian



23 მაისი 2009


საჩუქრები ინვალიდ ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებისთვის

20 მაისს საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება” სენაკის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატს ესტუმრა. აღსაზრდელებს უახლესი ინვალიდის ეტლები, ტანსაცმელი, პეხსაცმელი  და ბავშვთა კვება გადასცეს.

სულ პანსიონატში 100  ბავშვი ცხოვრობს სხვადასხვა გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენილობით, აქედან 18 ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ინვალიდის ეტლი. ფონდის მიერ ჩატანილი ნივთები ბავშვებს შეუმსუბუქებს ყოფას და მათ შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას მისცემს, რაც გაადვილებს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.