Georgian        English        Russian



04 ივნისი 2009


სტუდია ”პიონერფილმს” 50 წელი შეუსრულდა

1 ივნისს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია "პიონერფილმს" 50  წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიებას ყველა თაობის პიონერფილმელი დაესწრო, რომელთა შორის მრავალი ცნობილი ადამიანი იყო. ფონდი „ერთგულება“-სგან სტუდიის მოსწავლეებს საჩუქრად ვიდეოკამერა გადაეცა. ასევე საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 27 მაისს საზეიმოდ გაიხსნება რიგით X კინოფესტივალი "თბილისური აისი".  ფონდმა „ერთგულება“ ასევე დააწესა პრიზი საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში გამარჯვებულულისათვის.