Georgian        English        Russian



26 ივნისი 2009


კიდევ ერთი ექსკურსია ბოდბესა და სიღნაღში

24 ივნისს საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება”-ს ორგანიზებით თბილისის 193-ე უნარშეზღუდულ ბავშვთა საბაზო სკოლის 50-მდე მოსწავლე გაემგზავრა ბოდბესა და სიღნაღში. ბავშვები ესტუმრნენ ბოდბეს დედათა მონასტერს და დაათვალიერეს სიღნაღი. მსგავს ღონისძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უნარშეზღუდული ბავშვების სოციალური და კულტურული ინტეგრირებისთვის.

ფონდის ხელშეწყობით ეს არის უკვე მეორე ექსკურსია და მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება ამ და სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის.