Georgian        English        Russian



30 ივნისი 2009


ანსამბლ ”შვიდკაცა”-ს საკონცერტო ტურნე საქართველოს სამხედრო ნაწილებში

29 ივნისიდან ქართული სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი ”შვიდკაცა” საკონცერტო ტურნეს საქართველოს სამხედრო ნაწილებში იწყებს. კონცერტები საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”-ს და კომპანია ”m|army”-ს ორგანიზებით ტარდება. ტურნეს ფარგლებში ”შვიდკაცა” ხუთ ყველაზე დიდ სამხედრო ბაზას ესტუმრება მთელი საქართველოს მასშტაბით,  საერთო ჯამში მათ სიმღერებს 7000-ზე მეტი ჯარისკაცი  მოისმენს. საგანგებოდ ტურნესთვის ფონდმა ანსამბლისთვის მიკროავტობუსი და უახლესი საკონცერტო აპარატურა შეიძინა. აღნიშნული კონცერტები ჯარისკაცების განწყობის ამაღლებას და მათდამი საზოგადოების პატივისცემის დაფიქსირებას ისახავს მიზნად.