Georgian        English        Russian



06 ივლისი 2009


ნეკრესის წმ. სამების ეკლესიის არქეოლოგიური კვლევის პირველი ეტაპი დასრულდა

არქეულოგიური კვლევის პირველი ეტაპი ნეკრესის წმ. სამების ეკლესიაში გრძელდებოდა 2 თვის განმავლობაში. კვლევას ხელმძღვანელობდა პროფესიონალი არქეოლოგების და ისტორიკოსების ჯგუფი და ასევე მონაწილეობას იღებდა ფონდის “ერთგულება“ 40-მდე მოხალისე.

განხორციელებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნა მოპოვებული როგორც ეკლესიის აგების ხანის დაზუსტების, ისე ანსამბლის ცალკეული კომპონენტებისა თუ მთლიანად ამ კომპლექსის ფუნქციონალური დატვირთვის თაობაზე. უახლოვეს მომავალში იგეგმება კვლევის შემდეგი ეტაპის დაწყება.