Georgian        English        Russian



07 სექტემბერი 2009


ნეკრესის სამეკლესიანი ბაზილიკის აღდგენა

2009 წლის აპრილიდან ფონდმა ”ერთგულება” ნეკრესის წმ. სამების ტაძრის არქეოლოგიური კვლევის და რეკონსტრუქციის პროექტი დაიწყო. ტაძრის არქეოლოგიური კვლევის შედეგად, რომელშიც პროფესიონალი ისტორიკოსების და არქეოლოგების ხელმძღვანელობით ფონდის მოხალისეები მონაწილეობდნენ, დადასტურდა რომ ტაძარი VI საუკუნეს მიეკუთვნება.
ამჟამად უკვე დაწყებულია ეკლესიის, დამხმარე ნაგებობების და მიმდებარე ტერიტორიის  სარეკონსტრუქციო სამუშაოები.