Georgian        English        Russian



08 სექტემბერი 2009


გურჯაანისა და ველისციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამეკლესიანი ბაზილიკა გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად მდებარე სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. ეკლესია VI-VII საუკუნეებში აშენდა. სამონასტრო კომპლექსი  გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიას ეკუთვნის. ტაძარში საუკუნეების მანძილზე წირვა-ლოცვა შეწყვეტილი იყო, და მხოლოდ  2008 წლის 27 აპრილს სააღდგომო წირვით განახლდა, სადღესასწაულო ლიტურგია მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა სერაფიელმა აღავლინა.  მას მერე ყველა მართლმადიდებლურ დღესასწაულზე მონასტერში წირვა-ლოცვა ტარდება.
 ამჟამად მიმდინარეობს ამ უძველესი სამონასტრო კომპლექსის აღდგენა. აშენდა მონაზონთა საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველ სართულზე გათვალისწინებულია სატრაპეზო, ხოლო მეორეზე კელიები. ა/წ ივნისიდან საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” მონასტერში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთო და თავის თავზე სწორედ ამ სახლის რემონტი აიღო. ამჟამად რეზიდენციის რემონტი უკვე დასრულებულია.