Georgian        English        Russian



14 სექტემბერი 2009


წმინდა მღვდელმოწამე გრიგო ფერაძის დაბადებიდან 110 წლისთავისთვის მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

პირველად საქართველოში ა/წ 12-16 სექტემბერს ტარდება წმინდა მღვდელმოწამის,  ქართული და პოლონური ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული, გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 110 წლისთავისთვის მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები და სასულიერო პირები ესწრებიან. სპეციალურად მათთვის დაგეგმილია გაცნობითი სახის ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
კონფერენცია ფონდი “ერთგულება”-ს მხარდაჭერით ტარდება.