Georgian        English        Russian




ბედიანის ბავშვთა სახლი

ფონდი “ერთგულება” უკვე რამდენიმე წელია პატრონაჟს უწევს ბედიანის  მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ეხმარება თითოეულ მათგანს, ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას  სრულფასოვან მოქალაქეებად და მოახერხონ საზოგადობაში ინტეგრირება. ყოველთვიურად ფონდი უზრუნველყოფს ბავშვთა სახლს საკვებითა და ყველა პირველადი მოხმარების საგნებით, ზრუნავს მათ განათლებაზე და ჯანმრთელობაზე.


ბავშვთა სალხის ხელმძღვანელის და ფონდის პატრონაჟი აღსაზრდელებზე გრძელდება მათი სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც. ფონდის  ხელშეწყობით, მეგობარ კომპანიებში დღეისათვის უკვე დასაქმებულები არიან ბედიანისა და სხვა ბავშვთა სახლების აღზრდილები. სახლის 5 აღსაზრდელი კი სტუდენტია, თბილისში სხვადასხვა სასწავლებლებში სწავლობენ და მუდმივად იმყოფებიან მეთვლყურეობის ქვეშ.


ამჟამად ბედიანში  19 ბავშვი ცხოვრობს, მათი ასაკი 1 წლიდან 16 წლამდე მერყეობს. ბავშვთა სახლში მცხოვრებ გოგონებს სხვადასხვა  ხელსაქმეს ბედიანის დედათა მონასტრის დედაოები ასწავლიან. ბავშვები ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე თბილისში.


ამჟამად ფონდი „ერთგულება“ იწყებს ბედიანის ბავშვთა სახლის საცხოვრებელი კოტეჯების რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს შიდა რემონტს და ასევე გარე ფასადების შეკეთებას, რაც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ამასთან ერთად, ფონდი ”ერთგულება”  სისტემატიურად ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, საიდანაც შემოსული თანხა  ბავშვთა სახლებს ხმარდება.