Georgian        English        Russian



05 ივნისი 2009


მამა დავითის მონასტერში აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 4 ივნისს ღირსი მამის დავით გარეჯელის ხსენების დღე აღნიშნა. უწმინდესმა და უნეტარესმა , სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II  მთაწმინდის  მამა დავით გარეჯელის ტაძარში საზეიმო წირვა  აღავლინა და  დაათვალიერა ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მონასტერში. ამ ხნის განმავლობაში ფონდ „ერთგულება“-ს, ქ. თბილისის მერიის და ფონდ „ცისკარი“-ს ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ძირითადი ტაძრის რეკონსტრუქცია, აიგო ღვთისმშობლის ტაძარი, მოპირქეთდა  ეზო და ტაძართან მისასვლელი გზა, აიგო კაფე და საეკლესიო მაღაზია, გაკეთდა ავტო სადგომი და სადრენაჟო სისტემა, რომელმაც ტაძარი დანგრევას გადაარჩინა.