Georgian        English        Russian



19 მარტი 2009


იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი

საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” აქტიურ მონაწილეობას იღებს  წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის აღდგენაში. ფონდის დახმარებით მონასტერთან ახლოს უკვე აშენდა სასტუმრო სახლი, გაკეთდა ბერების სენაკები, სატრაპეზო და წინამძღვრის რეზიდენცია, სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა ძირითად ტაძარს და სამრეკლოს კანკელს. ფონდის  “ერთგულება”  და საქველმოქმედო ფონდის ”ცისკარი” დახმარებით  მონასტერთან ახლოს აშენდა სასტუმრო სახლი და გაკეთდა ტაძრის კანკელი.

ამჟამად მიმდინარეობს მონასტრის მთავარი ეკლესიის დასავლეთით არსებული კომპლექსის აღდგენა, თონე და ქვაბ-კელიების ბანური გადახურვა, კლდიდან მკვდარი ქანების მოცილება, ბზარების და ნაპრალების ამოსუფთავება, კლდეში ნაკვეთი უძველესი სენაკის არქეოლოგიური კვლევა და რეკონსტრუქცია, ასევე კლდეში კეთდება ასასვლელი კიბე კომპლექსის ზედა ტერასიდან ეკლესიამდე.

უკვე განხორციელებული სამუშაოები შეგიძლიათ იხილოთ აქ