Georgian        English        Russian




წმ. სამების ეკლესია (ძველი სამება)

წმ. სამების ეკლესია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის უკან გ.აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს. პირველად ეკლესია ამ ადგილას 1790 წელს პეტრე აღნიაშვილმა, მეტსახელად ყარაულმა ააგო (იგი ერეკლე II მიერ ღართისკარის დარაჯად იყო დანიშნული და თბილისს დაღესტნელების შემოსევისგან იცავდა). მოგვიანებით, 1832 წელს მისმა შვილიშვილმა მღვდელმა  სვიმონ (შიო) აღნიაშვილმა ნაგებობას დასავლეთით კარიბჭე მიაშენა, 1850 წელს კი, მისივე ნებით, მასზე სამრეკლო დაადგა. ცოტა ხანში ეკლესია მთლიანად განახლდა. 1990-იან წლებში დასავლეთის პორტიკთან ჩრდილოეთით და სამხრეთით დაბალი მინაშენი აიგო. ინტერიერში შემორჩენილია ლუდვიგ ლონგოს მიერ 1890-იან წლებში შესრულებული მოხატულობა. პროპორციული, ზეაზიდული ფორმები, სიმეტრია, თავშეკავებული დეკორატიულობა, რამდენადმე ეკლეკტურობა ტაძრის მთავარი მახასიათებელია.
საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება”-ს მხარდაჭერით წმინდა სამების ეკლესიაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და მოეწყო სასულიერო პირთა მოსასვენებელი ოთახი და სატრაპეზო.