Georgian        English        Russian




წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი

2003 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისია და უნეტარესის ილია II კურთხევით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ახალი ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ტაძარი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობისაა. მისი მშენებლობა თავიდან ბოლომდე საქველმოქმედო ფონდის ”ერთგულება” დახმარებით და თაოსნობით მიმდინარეობს. დღეისათვის მთლიანად აშენებულია მთავარი ტაძარი და დასრულებულია ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, პროცესშია ეკლესიის შიდა ინტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. 2005 წლის 2 აგვისტოს ილიაობის დღესასწაულზე ტაძრი პატრიარქმა აკურთხა და მას შემდეგ აქ უკვე წირვა-ლოცვა აღევლინება.