Georgian        English        Russian




წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი

ტაძარი ლურჯი მონასტრისგან რამდენიმე მეტრში დგას. იგი კავკასიის მეფისნაცვალ გოლიცინის დაკვეთით აიგო 1898-1901 წლებში. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას მდგარა VII საუკუნეში დაარსებული წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მონასტრის მთავარი ტაძარი.
ეკლესია მცხეთა-თბილისის საეპარქიოს ეკუთვნოდა, თუმცა წირვა-ლოცვა რუსულად აღევლინებოდა. დღეს ღმრთისმსახურება ქართულად მიმდინარეობს.

ფონდის “ერთგულება” დახმარებით გაკეთდა ტაძრის ფასადის რესტავრაცია.
ასევე შეიღება ტაძრის შიგნითა ნაწილი და შესასვლელი.