Georgian        English        Russian




ამაღლების ტაძარი

მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით. ტაძრის საძირკველი დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა გასული წლის ბოლოს აკურთხა. ამაღლების ეკლესიის პროექტის ავტორია არქიტექტორი რეზო ჯანაშია. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკა იქნება, კარიბჭით დასავლეთით და შვერილი აბსიდით. ამ ადგილას ადრე მდგარა პლატონ იოსელიანის მიერ აშენებული ხის ეკლესია, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის დროს დაინგრა და რომლის საძირკველიც დღესაც არის შემორჩენილი. ტაძრის ზომებია: სიგრძე - 14,65 მ; სიგანე - 9 მ. და სიმაღლე - 8,8 მ. ტაძრის შიდა ფართობია 79 კვ.მ. ამაღლების სახელობის ეკლესია მოპირკეთებულია მცხეთის ქვიშა-ქვით.

ფონდმა ”ერთგულება” ამაღლების ტაძარის ეზოში საეკლესიო მაღაზია მოაწყო.