Georgian        English        Russian



19 დეკემბერი 2008


მიშელ ლეგრანის კონცერტი თბილისში

19 დეკემბერს  თბილისს ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი ეწვია.
კომპოზიტორი სქართველოში მეუღლესთან, დასთან და ორ მუსიკოსთან ერთად ჩამოვიდა. სტუმრობის პირველივე დღეს ფრანგი მუსიკოსი  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო.
20 დეკემბერს საქველმოქმედო ფონდმა „ერთგულება“-მ მიშელ ლეგრანის საპატივცემულოდ ვახშამი გამართა, რომელსაც ქართული კულტურის მოღვაწეები ეწრებოდნენ. ლეგრანი ვახშამზე  ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას გაეცნო, ასევე დააგემოვნა ქართული კერძები. საღამოზე მაესტროსათვის ნატო მეტონიძემ  იმღერა. მიშელ ლეგრანს ფონდმა ”ერთგულება’ საჩუქრად  სასახელო კონიაკი გადასცა. კომპოზიტორმა  ფონდს მხნეობა და წარმატებები უსურვა: ” მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდს ”ერთგულება” ამ არაჩვეულებრივი საღამოს მოწყობაში და მინდა მათ იმ საქმეში რასაც ქველმოქმედება ეწოდება მხნეობა და წარმატებები ვუსურვო! ”ერთგულება” მართლაც დიდ საქმეს აკეთებს!”
მაესტროს სოლო-კონცერტი 21 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა. ლეგრანმა თავისი ცნობილ ნაწარმოებები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა რომელსაც ნიკა მემანიშვილი დირიჟორობდა.   
მაესტროს სტუმრობა თბილისში სოლო-კონცერტის შემდეგ კიდევ ორ დღეს გაგრძელდა. ლეგრანი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მიშელ ლეგრანი საქართველოში ბოლოს 20 წლის წინ იყო და ამჟამინდელ ვიზიტს, მისივე განცხადებით, მოუთმენლად ელოდება.
მიშელ ლეგრანის კონცერტი თბილისში საქველმოქმედო იყო და პროექტის, “ხელოვანები ხელოვანთათვის” ფარგლებში ჩატარდა. კონცერტიდან შემოსული თანხა ომით დაზალებულ ხელოვანებს მოხმარდება.