Georgian        English        Russian



14 მაისი 2009


ინვალიდის ეტლების გადაცემა

13 მაისს საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება”-ს და ორგანიზაცია “ქაუნთერფართ ინტერნეშენელი”-ს ინიციატივით ვაკის პარკში მდებარე კლუბ “33ა”-ში  მოეწყო ერთობლივი ჰუმანიტარული აქცია, რომელზეც გაჭირვებულ ინვალიდებს გადაეცათ დონორი ორგანიზაცია LDშ ჩჰარიტიეს-ის მიერ შემოწირული ახალი თანამედროვე ინვალიდის ეტლები და სხვადასხვა სახის დახმარება. ცერემონიაზე 79 გაჭირვებულმა უნარშეზღუდულმა ადამიანმა ინვალიდის ეტლები უსასყიდლოდ მიიღო, მათი ასაკი 7დან 85 წლამდეა. ასევე მათ გადაეცათ სხვადასხვა სახის საჩუქრები საქართველოში მოქმედი უცხოური და ადგილობრივი კომპანიებისაგან.
მსგავსი აქცია  ფონდ “ერთგულება”- ს და “ქაუნთერფართი”-ს თანამშრომლების ფარგლებში უკვე ჩატარდა ერთი წლის წინ, მაშინ ინვალიდის ეტლები და საჩუქრები 50 გაჭირვებულ უნარშეზღუდულ ადამიანს გადაეცა. ამ ეტლების საშუალებით მრავალ უნარშეზღუდულ პირს საშუალება მიეცა საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო და ამით მომავლის იმედი და სურვილი გასჩენოდა. აღსანიშნავია რომ ამ ღონისძიებების ორგანიზებაში ფონდს კლუბი “33-ა” და კერძოდ ნიაზ დიასამიძე უკვე მეორედ და სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება.

ღონისძიებაზე ასევე მოხდა ფონდის ახალი ინიციატივის – “ერთგულების ელჩის” პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანების ჩართვას ქველმოქმედებაში და მათი მეშვეობით ახალი პროექტების განხორციელებას. 13 მაისს “ერთგულების ელჩებად” დასახელდნენ ფონდის დიდი ხნის მეგობრები – ნიაზ დიასამიძე, დუტა სხირტლაძე და რაგბის შვიდკაცა ნაკრების წევრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს, დონორი ორგანიზაციების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის და სპორტის წარმომადგენლები, პროექტ “ანაბანას” ბავშვები და სხვა სტუმრები.