Georgian        English        Russian




გამოკვლევები, მკურნალობა, ოპერაციები

გოგიბერიშვილების ოჯახი

საქართველოში უნარშეზღუდული ადამიანები უამრავი პრობლემების წინაშე დგანან. გოგიბერიშვილების ოჯახს ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მოუმზადა. სრულიად ჯანმრთელი ადამიანები უბედური შემთხვევის გამო ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ზაზა და მარინა სულით არ დაცემულან, არ დაუკარგავთ იმედი, რომ მოძრაობას შეძლებენ. მათ ქალიშვილიც შეეძინათ – ნინო. ამ ადამიანებისთვის აუცილებელია, რომ სისტემატურად გაიარონ სარეაბილიტაციო კურსი. სამწუხაროდ, ფინანსური მდგომარეობის გამო, ოჯახს სხვების დაუხმარებლად მკურნალობის კურსის ჩატარება არ შეუძლიათ. საქველმოქმედო ფონდის “ერთგულება” დახმარებით წელს გოგიბერიშვილების ოჯახი სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად უკრაინაში გაემგზავრა.


ლუკა ბაღაშვილი


5 წლის ლუკა ბაღაშვილი, რომელიც არის გულის მანკის უმძიმესი ფორმით დაავადებული, საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციას გერმანიაში. მას საქართველოში ორი ოპერაცია უკვე გაუკეთდა, მაგრამ მესამე ოპერაციის თანხა ოჯახმა ვერ მოიძია. მათ თხოვნით მიმართეს ფონდს “ერთგულება”, რომლის დახმარებით და თანადაფინასებით მოხდა ბავშვის გამგზავრება გერმანიაში.

მარიამ ჩუბინიძე

10 წლის მარიამ ჩუბინიძე დაბადებიდან არის დაავადებული ცერებრალური დამბლით და ამასთანავე უსინათლოა. მის მრავალშვილიან ოჯახს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო არ ჰქონდა საშუალება ბავშვისთვის ურთულესი ოპერაციები ჩაეტარებინა. ფონდის “ერთგულება” თანადაფინანსებით მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი წლების მანძილზე განაგებდა ცხუმ – აფხაზეთის ეპარქიას. იგი ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესების გამო მოხდა კლინიკაში. ასკეტური ცხოვრებით მოღვაწე სასულიერო პირისათვის მძიმე ტვირთი იყო ოპერაციული მკურნალობის საფასურის გადახდა. საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება” დაეხმარა მეუფე ნიკოლოზს ოპერაციული და კონსერვატიული მკურნალობის ჩატარებაში.

 

ჯონი ბაკურიძე

ჯონი ბაკურიძე სასწაულებრივად გადარჩა ავტოავარიის შემდეგ. მას ესაჭიროებოდა სასწრაფო ოპერაცია და მკურნალობა. ფონდის “ერთგულება” თანადაფინანსებით მას გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია.

 

ნიკოლოზ ახალაია

3 წლის ნიკოლოზ ახალაია, რომელიც დაავადებულია ცერებრალური დამბლით, საქველმოქმედო ფონდის “ერთგულება” დაფინანსებით სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად გაემგზავრა ახტალაში დედასთან ერთად.