Georgian        English        Russian



10 ნოემბერი 2009


დღესასწაული ბედიანის ბავშვთა სახლში

  6 ნოემბერს საქველმოქმედო ფონდ "ერთგულება"-ს თანამშრომლები ბედიანის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.  ჩასვლის მიზეზი ამჯერად იუბილარები იყვნენ, რომლებსაც ნოემბრის დასაწყისში დაბადების დღეები ჰქონდათ. 4 აღსაზრდელს დაბადების დღე ერთად გადაიხადეს. ბავშვებისთვის ჩვენი სტუმრობა სიურპრიზი იყო და რაც მთავარია მათ ოცნებებიც აუსრულეთ, 19 წლის კესომ და 15 წლის დათუნამ საჩუქრად iPod- ები მიიღეს, 16 წლის მიშკამ ველოსიპედის ოცნება აიხდინა, ხოლო 6 წლის გიორგიმ სათამაშო ტრანსფორმერი მიიღო.

იუბილარებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სხვა აღსაზრდელები უკვე შეუდგნენ საახალწლო და დაბადების დღის საჩუქრების სიის შედგენას.