Georgian        English        Russian



25 ნოემბერი 2009


გიორგობის დღესასწაული

საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება”-სთვის უკვე ტრადიციული გახდა ტაძრებისთვის საეკლესიო დღესასწაულების მილოცვა. ამჯერად ფონდის ხელშეწყობით გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ტრაპეზე გაიმართა. ტრაპეზზე მიწვეულები იყვნენ საერო და სასულიერო პირები, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცა.