Georgian        English        Russian



11 დეკემბერი 2009


ორთუბნის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი

ა/წ ნოემბრის ბოლოს დასრულდა ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. პროექტი სექტემბრის თვეში დაიწყო, ამ ხნის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება”-ს ხელშეწყობით ჩატარდა სატრაპეზოს რემონტი, არსებულ ნაგებობაზე დაშენდა და მოეწყო სახელოსნო, საგანგებოდ მონასტრისთვის გერმანიაში იქნა შეკვეთილი სამი დაზგა, რომელიც ხატწერისთვის განკუთვნილი ხის დასამუშავებლად.
 
ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში, არსებული ეს ულამაზესი მონასტერი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, მის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი სამრეკლო კოშკი. ასევე ტერიტორიაზე აშენებულია რამოდენიმე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობა.