Georgian        English        Russian



11 დეკემბერი 2009


ახალი ტაძარი ბოდბის დედათა მონასტერში

ა/წ ნოემბრიდან საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება”-ს ხელშეწყობით ბოდბის დედათა მონასტერში დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა. ახალი ეკლესია ძირითადი ტაძრის ახლოს, 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება. მშენებლობა მეუფე ექვთიმეს ხელმძღვანელობით და არქიტექტორ თემურ ბერიძის პროექტის მიხედვით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, პროექტის განხორციელებას 2,5- 3 წელიწადი დასჭირდება.
ტაძარი მთლიანად შემოწირულობით აშენდება და წმინდა ნინოს სახელზე იკურთხება.