დმანისის სიონი
დმანისის სიონი, VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში მდებარეობს. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთიდან - სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა - საკურთხეველში შემორჩენილია წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მოგვიანებით, 1213-1222 წლებს შორის, ლაშა-გიორგის მეფობაში დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. კარიბჭეს ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი.
|
|