ისტორია
ფონდი ”ერთგულება” 2008 წლის აპრილში დაარსდა. ფონდის დამფუძნებლებს გააჩნდათ საქველმოქმედო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, იქამდე, ვიდრე საქველმოქმედო ფონდის დაარსების იდეა გაჩნდებოდა, ფონდის დამფუძნებლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ეკლესია მონასტრების აღდგენის საქმეში, დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი სოციალური პროექტი.
ფონდის ხელშეწყობით და დახმარებით მოხდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობა, მთაწმინდის მამა დავით გარეჯელის სახელობის მონასტრის რეკონსტრუქცია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა, თიანეთში დასრულდა წმინდა არჩილ მეფის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა არჩილისა და წმინდა ლუარსაბის სახელობის ტაძრების აღდგენა-რეკონსტრუქცია. ასევე, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძრისა და დმანისის ეპარქიის საპატრიარქო რეზიდენციების მშენებლობა. მოხერხდა აღდგომის სახელობის ტაძრის აღდგენა. დავით გარეჯში იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში ჩატარდა სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები. შესრულდა სხვადასხვა ტიპის სამუშაოები სამების საკათედრო ტაძარში, მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერსა და ბედიანის დედათა მონასტერში. ფონდის ფინანსური მონაწილეობით მოხდა წმინდა მიწაზე ქალაქ ლოდში, წმინდა გიორგის საფლავის მახლობლად საპატრიარქოსთვის სახლის შეძენა.
პროექტებზე მუშაობას აპირებს. მისი უმთავრესი პრიორიტეტები ეკლესია - მონასტრების მშენებლობა-რეკონსტრუქციასა და ბავშვთა სახლების პატრონაჟთან ერთად საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა დახმარებაა. ფონდმა უკვე იზრუნა მთაწმინდის რაიონში ჩასახლებულ 4900 დევნილზე. დღეისთვის 335 დევნილი ფონდისგან იღებს სისტემატიურ, თუ სხვადასხვა ტიპის ერთჯერად დახმარებას.
გამოცდილებასა და პროფესიონალიზმთან ერთად ფონდის “ერთგულება” წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა ის პასუხისმგებლობა, რომლითაც ის საკუთარ საქმიანობას წარმართავს. ყოველი პროექტის რეალიზაციისას ფონდის პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოებისთვის მაქსიმალური სიკეთის და სარგებლის მოტანა, ქველმოქმედება და მეცენატობა, სოციალურად გაჭირვებული ადამიანების პრობლემების შესწავლა და მათთვის დახმარების გაწევა.