მისია
“ადამიანი სანთელს უნდა ჰგავდეს. ირგვლივ მყოფთ ერთდროულად უნდა უნათებდეს და ათბობდეს კიდეც.”
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საქველმოქმედო ფონდის “ერთგულება” მისიაა დახმარების ხელი გაუწოდოს იმ ადამიანებს, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად ესაჭიროება, დავუბრუნოთ მათ დაკარგული რწმენა და იმედი, აღმოვუჩინოთ არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სულიერი, ფსიქოლოგიური და ემოციური დახმარება.
გარდა ამისა, ფონდის “ერთგულება” მიზანია გააძლიეროს ადამიანებს შორის ურთიერთგაგების, თანადგომისა და კეთილი ნების გამოხატვის განცდა. ფონდის სურვილია, იპოვოს თანამოაზრენი და მხარდამჭერები საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, რიგით წევრებსა, თუ ბიზნესმენებს შორის. ფონდის საქმიანობაში ჩართოს ისინი, ვისაც სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს უკეთესი მომავლის, ლამაზი და ჰარმონიული სამყაროს შექმნაში.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ასევე ქართული სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება. სწორედ ამ მიზნით უკვე მრავალი წელია “ერთგულება” პატრონობს ხუროთმოძღვრების ათეულობით უნიკალურ ძეგლს. აქტიურადაა ჩართული ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რეკონსტრუქციაში, საფუძველი ჩაუყარა ახალი ეკლესიების მშენებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. რადგან სწორედ უფლის რწმენაა ფონდის “ერთგულება” მამოძრავებელი ძალა.