Georgian        English        Russian



 

მადლობის წერილები

 

არასამთავრობო ბავშვთა ორგანიზაცია „საზოგადოება ეზო“

არასამთავრობო ბავშვთა ორგანიზაცია, საზოგადოება „ეზო“  დიდად მადლიერია იმ ღონისძიებისთვის, რომელიც ჩატარდა 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კინოთეატრ ამირანში. დღესასწაული ხომ ბავშვობის თანდართული ატრიბუტია. ეს მხიარული და შინაარსიანი ღონისძიება დღესაც ახსოვს ბავშვების 100-ზე მეტ რაოდენობას.

მადლიერების გრძნობით საზოგადოება „ეზო“-ს
თავმჯდომარე  ირმა კეცხოველი
მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე


არჩილ მეფის მონასტერი

დიდ მადლობას ვუხდით საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”-ს გაწეული დახმარებისთვის. თქვენი მხარდაჭერით მოხერხდა ტაძრის აღდგენა, ძველი მნიშვნელობის და  დიდების დაბრუნება. ფონდის დახმარებით ტაძრის აღმშენებლობა ამჟამადაც მიმდინარეობს.
ღმერთმა ხელი გაგიმართოთ ყოველ კეთილ საქმეში!

მამა არჩილი

 

სამი მღვდელთმთავრის მონასტერი

სამი მღვდელთმთავრის მონასტერი დიდ მადლობას გიხდით ფონდ ”ერთგულება”- ს  გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. მრავალი ასეთი კეთილი საქმე გეკეთებინოთ ღვთის შეწევნითა და წყალობით.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ფონდ ”ერთგულება”- ს გაწეული ღვაწლისთვის. ტაძარისათვის  მრავალი  საჭირო საქმე განხორციელდა, რომელიც მართმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას და მომავალი თაობებისათვის ქვეყნის მთავარი ტაძრის შენარჩუნებას ემსახურება.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი

მამა ისააკი

 

მთაწმინდის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიისა და იოანე ნათლისმცემლის მონასტერი

დიდი მადლობა მინდა მოვახსენო  საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”-ს  გაწეული თანადგომისა და  დახმარებისთვის. მართლაც ბევრი გაკეთდა როგორც მთაწმინდის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიაში, ასევე იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში.

ღმერთმა დაგლოცოთ და შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემლი  ყოველ კეთილ საქმეშე.

მთაწმინდის მამა დავით გარეჯელის
სახელობის ეკლესიისა და იოანე
ნათლისმცემლის მონასტრის
წინამძღვარი არქიმანდრიტი

ი. კიკვაძე

 

ბედიანის ბავშვთა სახლი

ბედიანის ბავშვთა ცენტრი დიდ მადლობას მოგახსენებთ  თქვენი ფონდის ყველა წევრს    ვუსურვებთ უსაზღვრო  სიხარულს და დიდ წარმატებას.მადლობას გიხდით იმ ფინანსური და მატერიალური დახმარებისთვის, რომელსაც უწევთ ჩვენს ბავშვთა ცენტრს. თქვენ გაჭირვებასა თუ ლხინში ყოველთვის გვერდში გვიდგახართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ.


ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.


ლუდმილა თავაძე

უდიდესი მადლობა მინდა მოგახსენოთ, იმ სითბოსთვის და გულისხმიერი დახმარებისთვის, რაც გააკეთეთ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, ხატმწერ ბიჭს გიორგი თავაძეს გული გაუთბეთ და მომავლის იმედი დაუბრუნეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, დიდი მადლობა ამ სიკეთისთვის.


წმინდა თეკლას სავანე

გვსურს მხურვალე მადლობა გამოვხატოთ თქვენს მიმართ ჩვენდამი  გაწეული ქველმოქმედებისთვის. თქვენს მიერ შემოწირული მასალა ჩვენთვის ძალიან ფასეულია. ღმერთმა ამისთვის ასწილად მოგაგოთ და თავისი წყალობა გარდამოგივლინოთ. ჩვენს სავანეში მუდამ აღესრულება ლოცვა ნაყოფისშემომწირველთა და კეთილისმყოფელთათვის. გფარავდეთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომელიც ტაძრის მშენებლობის თანამონაწილეც გახდით თქვენ.


 ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.


ევგენია დანდუროვი

მადლობას გიხდით მთელი ფონდის თანამშრომლებს გულისხმიერებისთვის და თანადგომისთვის. ვიმედოვნებ, რომ ერთწლიანი სტიპენდია, რომელიც დაენიშნა ფონდ “ერთგულება”- ს მიერ ჩემს გოგონას ელენე მარიამიძეს, დაეხმარება მას მატერიალური სიძნელეების საძლევაში და უფრო მეტი წარმატების მიღწევაში.