Georgian        English        Russian



 

დევნილები

 

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შედეგად ათასობით ადამიანს მოუწია საკუთარი სახლ-კარის მიტოვება. ჩვენმა ფონდმა ითავა 4900 ადამიანის მოვლა-პატრონობა. ისინი მთაწმინდის რაიონის სკოლებსა და ბაღებში კომპაქტურად განათავსა და დღემდე მათ ყოველკვირეულად საკვებითა და ყველანაირი საჭირო ნივთებით ამარაგებს. ამ ადამიანთა უმეტესობამ საბედნიეროდ მოახერხა თავის მიწაწყალზე დაბრუნება. ამჟამად ფონდის “ერთგულება” პატრონაჟის ქვეშ 335 ადამიანი რჩება.

პირველივე დღიდან საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”-ს მხარში უდგას საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა "ქაუნთერფართი" და აქტიურად ეხმარებოდა დევნილებს.

ფონდი აქტიურად მუშაობს, რათა მოიძიოს ახალი სახსრები დევნილების დასახმარებლად. სიამაყით გთავაზობთ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებმაც უსასყიდლოდ, დაუყოვნებლივ გაგვიწიეს დახმარება: “კოლხი”, “ნიკორა”, “ვაკე”, “ბალკანი”, “სამგორი-07”, “ეკო ფუდი”, “ტკბილი ქვეყანა”, “ნესტლე”, “ჯი თი სი აი”, “ბორჯომი”, “პოპული’, “ვისოლი”, “ჯი სი”, “იოლი ჯგუფი”, “მარკო პოლო”, “კოკა-კოლა’, “ბიგ ბენი”, “ავერსი”, “ჯიპისი”, “ბრასერი”, “დანიური სახლი”, “მაკდონალდსი”, მოდების სახლი “მატერია’, “კალა კაპიტალი”, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აქვე დიდ მადლობას ვუხდით არჩილ არველაძეს, ვასილ ხორავას, ჯუმბერ ბერიძეს, ზურა ფუტკარაძეს, უჩა უგულავას, პაატა კურტანიძეს და სხვა უამრავ რიგით ქართველს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა და გამოგვიწოდეს დახმარების ხელი.

ნავთობმომპოვებელი კომპანია "იორის ველი ნავთობი და გაზის"ხელმძღვანელიმა ბექა ოდიშარიამ ორი საბავშვო ბაღი ინახულა. მათ 100-ზე მეტ დევნილს ერთი კვირის მარაგი საკვები პორდუქტები გადასცეს.

საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”-ს და ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია "აკორდი ზიმო"-ს წარმომადგენლებმა 800-მდე გასაშლელი საწოლი და ლეიბი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადასცეს,ლოგინების ნაწილი თბილისში დარიგდა, დიდი ნაწილი კი გორში მდებარე იმ დაწესებულებებში გაიგზავნა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირები არიან განთავსებულნი.

* მთაწმინდის რაიონში მდებარე ბაღებში, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში შესახლებულ დენვილებს ელექტრო საშუალებები დაუმონტაჟდათ. 20 ტელევიზორი, 15 მაცივარი, 15 გაზქურა და 20 წყლის გამაცხელებელი ავზი 23 ობიქტზე გადანაწილდა. დევნილებს შორის 700-მდე მცირეწლოვანია.

* 7 ოქტომბერს, საქველმოქმედო ფონდმა ”ერთგულება”-მ მთაწმინდაზე მცხოვრებ დევნილ ახალშობილ ბავშვებს დაურიგა საბავშვო ეტლები, პამპერსები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი.

* 20 ნოემბერს საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”-მ, საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა "ქაუნთერფართმა" ერთობლივი აქცია განახორციელეს.
მათ მთაწმინდის რაიონში განთავსებულ დევნილებს დაურიგეს 370 ცალი მატყლის საბანი და 350 ცალი საძილე ტომარა.

მატერიალური დახმარების გარდა ფონდი “ერთგულება” ცდილობს სხვადასხვა სახის სისიტემატიური გასართობი ღონისძიებები მოუწყოს დევნილ მოსახლეობას.
საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”-მ და საფეხბურთო კლუბებმა ლოკომოტივი თბილისმა და დინამო თბილისმა ჩაატარეს ერთობლივი აქცია.

მთაწმინდის რაიონში ჩასახლებულ დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩს ლოკომოტივსა და დინამოს შორის.

თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა ბავშვებს გადასცეს ბურთები და სამახსოვრო საჩუქრები.

აქცია მიიღებს პერმანენტულ სახეს. მათი მთაწმინდის რაიონში ყოფნის მანძილზე, საშუალება ექნებათ სისტემატიურად დაესწრონ ლოკომოტივის და დინამოს საშინაო თამაშებს.

* საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება”-ს ინიციატივით 50-მა დევნილმა რთველში მიიღო მონაწილეობა. თელავის რაიონში საკუთარი ხელით დაკრეფილი ყურძენი იძულებით გადაადგილებულ პირებს საჩუქრად გადაეცათ.

ერთი ტონა ყურძნის საფასური კი გლეხებს ფონდმა ”ერთგულებამ” გადაუხადა. მთაწმინდის რაიონში ჩასახლებულ დევნილებს, კახეთში კომპანია ”თელიანი ველმა” უმასპინძლა.
სტუმრებმა თელავში ღვინის ქარხანა დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცვნენ.

* შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა და საქველმოქმედო ფონდ ”ერთგულება”- მ ერთობლივი აქცია განახორციელეს. ყოველ კვირას დევნილები და ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები შოთა რუსთაველის თეატრს ესტუმრებიან და სხვადასხვა სპექტაკვებს დაესწრებიან.

ამგვარი აქციები არაერთხელ განხორციელებულა ბავშვებისთვის და მომავალშიც გაგრძელდება.