
ლურჯი მონასტერი
ლურჯი მონასტრის სახელით ცნობილი ტაძარი თბილისში მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელ ვერის ბაღთან მდებარეობს. სახელწოდება “ლურჯი მონასტერი” მას უნდა მიეღო იმ ლურჯი ფერის შორენკეცების გამო, რომლითაც საყდრის გუმბათი იყო დაფარული.
ტაძარი XII საუკუნის მიწურულს, უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას უნდა იყოს აგებული. ნაგებობაში დღესაც გაირჩევა ძველი ეკლესიის ცალკეული ნაწილები. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ტაძრის გეგმას, საფასადო პერანგის ქვედა ნაწილს, საკურთხევლის სარკმლის ჩუქურთმას, ეკლესიის წარწერებს და სხვ. სამხრეთ შესასვლელის ტიმპანის ვრცელი წარწერიდან ცხადი ხდება, რომ ეკლესია აუგია ყოფილ ქართლის მთავარეპისკოპოსს ბასილს, რომელიც ყოფილა თამარ მეფის (1284-1210) დროინდელი მოღვაწის აბულასანის ძმა. შემდგომ საუკუნეებში ტაძარი ქართლის მთავარეპისკოპოსთა საძვალედ ითვლებოდა. ფონდის ”ერთგულება” დახმარებით მოპირკეთდა ლურჯ მონასტერთან არსებული სამრევლო სკოლა. |
|