
ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი
ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით, 17 კმ-ზე, მდინარე ვერეს ხეობაში. „ბეთანია“ ებრაული სიტყვაა და ქართულად „სიგლახაკის სახლს“ ნიშნავს. დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ XI საუკუნეში უკვე არსებობდა როგორც დიდი ფეოდალების-ორბელიანების საძვლე. მთავარი, ღვთისმშობლის შობის ჯვრისებრი აგებულების გუმბათოვანი ტაძარი აგებულია XII-XIII სს მიჯნაზე, XI საუკუნის აგურის მცირე ზომის ტაძრის ადგილზე. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია დიდი ზომის ჯგუფური ფრესკა მეფეთა გამოსახულებით: გიორგი III, მეფე თამარი და ლაშა-გიორგი. მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი XIX საუკუნეში გაწმინდა და თამარის ფრესკაც გამოაჩინა მხატვარმა გრიგოლ გაგარინმა. 1920-იან წლებში მონასტერი მოაწესრიგეს აქვე ცხოვრობდნენ XX საუკუნის ქართველი წმინდანები იოანე მაისურაძე და გიორგი(იოანე) მხეიძე. ამჟამად ბეთანია მოქმედი მონასტერია და ბერები დიდი სყვარულით იღებენ ყველა მომლოცველს. მონასტერში მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის ფონდმა ”ერთგულება” მონასტერს 10000 ლარი გადაურიცხა. |
|