Georgian        English        Russian




ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი

ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით, 17 კმ-ზე, მდინარე ვერეს ხეობაში. „ბეთანია“ ებრაული სიტყვაა და ქართულად „სიგლახაკის სახლს“ ნიშნავს.

დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ XI საუკუნეში უკვე არსებობდა როგორც დიდი ფეოდალების-ორბელიანების საძვლე.

მთავარი, ღვთისმშობლის შობის ჯვრისებრი აგებულების გუმბათოვანი ტაძარი აგებულია XII-XIII სს მიჯნაზე, XI საუკუნის აგურის მცირე ზომის ტაძრის ადგილზე.

ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია დიდი ზომის ჯგუფური ფრესკა მეფეთა გამოსახულებით: გიორგი III, მეფე თამარი და ლაშა-გიორგი.

მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი XIX საუკუნეში გაწმინდა და თამარის ფრესკაც გამოაჩინა მხატვარმა გრიგოლ გაგარინმა. 1920-იან წლებში მონასტერი მოაწესრიგეს აქვე ცხოვრობდნენ XX საუკუნის ქართველი წმინდანები იოანე მაისურაძე და გიორგი(იოანე) მხეიძე.

ამჟამად ბეთანია მოქმედი მონასტერია და ბერები დიდი სყვარულით იღებენ ყველა მომლოცველს.

მონასტერში მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის ფონდმა ”ერთგულება” მონასტერს 10000 ლარი გადაურიცხა.