
10 ნოემბერი 2009
დღესასწაული ბედიანის ბავშვთა სახლში
6
ნოემბერს საქველმოქმედო ფონდ "ერთგულება"-ს თანამშრომლები ბედიანის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.
ჩასვლის
მიზეზი ამჯერად იუბილარები იყვნენ, რომლებსაც ნოემბრის დასაწყისში დაბადების დღეები ჰქონდათ. 4 აღსაზრდელს დაბადების დღე ერთად გადაიხადეს. ბავშვებისთვის ჩვენი სტუმრობა სიურპრიზი იყო და რაც მთავარია მათ ოცნებებიც აუსრულეთ, 19 წლის კესომ და 15 წლის დათუნამ საჩუქრად iPod-
ები მიიღეს, 16 წლის მიშკამ ველოსიპედის ოცნება აიხდინა, ხოლო 6 წლის გიორგიმ სათამაშო ტრანსფორმერი მიიღო.
იუბილარებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სხვა აღსაზრდელები უკვე შეუდგნენ საახალწლო და დაბადების დღის საჩუქრების სიის შედგენას.