Georgian        English        Russian



13 მაისი 2009


ინვალიდის ეტლების გადაცემა

13 მაისს საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება”-ს და ორგანიზაცია “ქაუნთერფართ ინტერნეშენელი”-ს ინიციატივით ვაკის პარკში მდებარე კლუბ “33ა”-ში  მოეწყო ერთობლივი ჰუმანიტარული აქცია, რომელზეც გაჭირვებულ ინვალიდებს გადაეცათ დონორი ორგანიზაცია LDS Charities-ის მიერ შემოწირული ახალი თანამედროვე ინვალიდის ეტლები და სხვადასხვა სახის დახმარება. ცერემონიაზე 79 გაჭირვებულმა უნარშეზღუდულმა ადამიანმა ინვალიდის ეტლები უსასყიდლოდ მიიღო, მათი ასაკი 7დან 85 წლამდეა. ასევე მათ გადაეცათ სხვადასხვა სახის საჩუქრები საქართველოში მოქმედი უცხოური და ადგილობრივი კომპანიებისაგან.
მსგავსი აქცია  ფონდ “ერთგულება”- ს და “ქაუნთერფართი”-ს თანამშრომლების ფარგლებში უკვე ჩატარდა ერთი წლის წინ, მაშინ ინვალიდის ეტლები და საჩუქრები 50 გაჭირვებულ უნარშეზღუდულ ადამიანს გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს, დონორი ორგანიზაციების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის და სპორტის წარმომადგენლები, პროექტ “ანაბანას” ბავშვები და სხვა სტუმრები.