Georgian        English        Russian



12 თებერვალი 2009


ჟურნალ “ფიროსმანი”-ს პრეზენტაცია

12 თებერვალს საქველმოქმედო ფონდ “ერთგულება”-ს და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ორგანიზებით ჩატარდა თურქეთში გამოცემული ქართულ-თურქული ჟურნალის “ფიროსმანი”-ს ახალი ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი “ფიროსმანი” არის პირველი და ერთადერთი მაღალპოლიგრაფიული გამოცემა თურქეთში, რომელიც ემსახურება თურქეთში ქართულ დიასპორაში ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებას და ქართული ისტორიის, კულტურის, მეცნიერების პოპულარიზაციას. პრეზენტაციას დაესწრნენ ჟურნალის გამომცემლები, პარლამენტის, ფონდ “ერთგულება”-ს წარმომადგენლები და დიასპორის საკითხებში სახწლმწიფო მინისტრი ბ-ნი იულონ გაგოშიძე.