Georgian        English        Russian



16 თებერვალი 2009


საქართველოს წყალბურთის ასოციაციის პრეზენტაცია

 16 თებერვალს საქველმოქმედო ფონდ “ერთგულება”-ს მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს წყალბურთის ეროვნული ასოციაციის პრეზენტაცია. საქართველოში წყალბურთის განვითარება-აღორძინებაზე საწყალოსნო სახეობების ფედერაციასთან ერთად ამიერიდან ვეტერანი წყალბურთელების მიერ დაფუძნებული ასოციაციაც იზრუნებს. დღეისათვის წყალბურთი მიჩნეულია ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ სპორტის სახეობად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარსადგენად და  ასოციაიის ჩამოყალიბება ემსახურება სწორედ ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობას, გუნდებისთვის და ნაკრებისთვის პერსპექტიული მოთამაშეების აღზრდას და მათთვის ვარჯიშის და თამაშის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შექმნას. ასოციაციაში გაერთიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. საქართველოს წყალბურთის ეროვნულ ასოციაციას საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება” ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.