Georgian        English        Russian



24 თებერვალი 2009


საჩუქრები ნუცუბიძის ბავშვთა სახლს

23 თებერვალს ფონდ “ერთგულება”-ს თანამშრომლებმა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლი მოინახულეს. ამჟამად ბავშვთა სახლში 125 აღსაზრდელი ცხოვრობს, ისინი 6 წლამდე სწორედ ამ სახლში იზრდებიან. ფონდისგან ბავშვებს სათამაშოები, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და ჩვილი ბავშვებისვის კომპლექტები გადაეცა. “ერთგულება”-ს მხრიდან ეს იყო პირველი სტუმრობა ჩვილ ბავშვთა სახლში და ამგვარი დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.