Georgian        English        Russian



18 მარტი 2009


ნეკრესის წმ. სამების ეკლესიის არქეოლოგიური კვლევა

 

2009 წლის აპრილიდან საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” ნაქალაქარ ნეკრესის ტერიტორიაზე მდებარე წმ. სამების სამეკლესიანი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევის და ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტს იწყებს. უძველესი ხელნაწერების მიხედვით ნეკრესი ამიერკავკასიის ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს ქალაქს წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს სამონასტრო კომპლექსს, რომელიც სავარაუდოდ VI საუკუნეს მიეკუთვნება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ექსპედიციასთან ერთად და მოიცავს არქეოლოგიურ სამუშაოების, მოპოვებული ნივთების კონსერვაციის და სამონასტრო კომპლექსის აღდგენის ეტაპებს. არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე ფონდის მოხალისე გამოცდილი არქეოლოგების და ისტორიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.