Georgian        English        Russian



06 აპრილი 2009


უნარშეზღუდული ბავშვების სტუმრობა ბოდბესა და სიღნაღში

4 აპრილს საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება”-ს ორგანიზებით თბილისის 193-ე საბაზო სკოლის 40 მოსწავლე ბოდბესა და სიღნაღში გაემგზავრა. სკოლაში სულ 105 ბავშვი სწავლობს, სხვადასხვა ფსიქო-ფიზიკური ჩამორჩენილობით. ასეთი ბავშვებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციალურ ინტეგრაციასა და ბუნებასთან ურთიერთობას, რაც დადებით ბიძგს აძლევს მათ ფსიქიკურ განვითარებას.
ბავშვები ესტუმრნენ ბოდბეს დედათა მონასტერს, დაათვალიერეს სიღნაღი და სიღნაღის მუზეუმი. მათთვის ეს პირველი მსგავსი ექსკურსიაა, ფონდი “ერთგულება” მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.