Georgian        English        Russian



13 აპრილი 2009


ჰუმანიტარული ტვირთი გერმანიიდან

10 აპრილს საქველმოქმედო ფონდმა „ერთგულება“ გერმანული კომპანია „Hipp”-ისგან  მიიღო 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 70 ათას ევროს შეადგენს. ტვირთი მოიცავს უმაღლესი ხარისხის Hipp”-ის ბავშვთა კვებას, ტანსაცმელს და 30-მდე დასახელების სხვადასხვა სამედიცინო აპარატურას. ბავშვთა კვება და ტანსაცმელი განაწილდება ბავშვთა სახლებზე მთელი საქართველოს მასშტაბით, ტანსაცმელი ასევე გადაეცემა მთაწმინდის რაიონში არსებულ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, ხოლო ისეთი სამედიცინო ტექნიკა, როგორიცაა სასუნთქი აპარატი, ინკუბატორები და სხვა, გადაეცემა თბილისის   საავადმყოფოებს.

მსგავსი ჰუმანიტარული დახმარება „ერთგულება“-ს  და  კომპანია „Hipp”-ის პარტნიორობის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.