Georgian        English        Russian



21 აპრილი 2009


სააღდგომო საჩუქრები

აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდმა ”ერთგულება” წითელ პარასკევს რამოდენიმე საქველმოქმედო აქცია განახორციელა. ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიება მიზნად ისახავდა უმწეო მოხუცების და ბავშვების დახმარებას, ანუ იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

17 აპრილს ფონდმა ”ერთგულება”  ბრწყინვალე დღესასაწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ნობათი N200 სკოლის აღსაზრდელებს მიუტანა. სკოლაში 151 უნარშეზღუდული ბავშვი სწავლობს, აქედან 50-მდე მუდმივად ცხოვრობს სკოლა-ინტერნატში.

წითელ პარასკევს საქველმოქმედო ფონდმა ”ერთგულება”   აღდგომის ბრწყინვალე დღესასაწაულთან დაკავშირებით გრემის თემს ეწვია და საჩუქრები გადასცა იქ მცოვრებ 120 უნარშეზღუდულ ადამიანს.  სააღდგომო ნობათი მთლიანად ბანკ “რესპუბლიკა”-ს კორპორაციული სამსახურის შემოწირულობით იქნა შეძენილი.

18 აპრილს   სააღდგომო ნობათი მთაწმინდის რ-ში მცხოვრებ 44 მრავალშვილიან ოჯახს და 650 სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ, უფასო სასადილოს ბენეფიციარს გადასცა.