Georgian        English        Russian



29 აპრილი 2009


ჩვილ ბავშვთა კვება 400-ზე მეტი მიუსაფარი ბავშვისათვის

29 აპრილს საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება” სამ ჩვილ ბავშვთა სახლს ესტუმრა და Hipp-ისგან მიღებული ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი, კერძოდ ბავშვთა კვება გადასცა.
აპრილის თვეში ფონდმა გერმანული კომპანიისაგან 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო, რომელიც უმაღლესი ხარისხის ჩვილ ბავშვთა კვებას, ტანსაცმელსა და სამედიცინო ტექნიკას მოიცავს. სამედიცინო ტექნიკა უკვე გადაეცა თბილისის საავადმყოფოებს. ამჯერად ორი თვის სამყოფი საკვები გადაეცა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის და ბათუმის ჩვილ ბავშვთა სახლებს, სადაც ჯამში 400-ზე მეტი მშობლებისგან მიტოვებული ჩვილი იზრდება.