Georgian        English        Russian



07 მაისი 2009


ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 600 გაჭირვებული ადამიანისათვის

5 მაისს საქველმოქმედო ფონდმა “ერთგულება”-მ მთაწმინდის რ-ში არსებული უფასო სასადილოს 600 ბენეფიციარს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადასცა. აღნიშნული ნივთები აპრილის დასაწყისში კომპანია “Hipp”-ისგან მიღებული ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილია. მსგავსი აქცია უფასო სასადილოში უკვე მეორედ ჩატარდა და სისტემატიური სახე ექნება.