Georgian        English        Russian



09 მაისი 2009


აქცია გორის რაიონის სოფელ ტირძნისში

აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებული ორი ოჯახის ზაზა ტეტუნაშვილის და ვალერი ტეტუნაშვილის საცხოვრებელი სახლები ოკუპანტებმა ოჯახის წევრების თვალწინ დაწვეს .
2008 წლის ოქტომბერში რუსთაველის თეატრში ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა რობერტ სტურუას საიუბილეო კვირეული. კვირეულიდან შემოსული თანხა მთლიანად,  ომის შედეგად დაზარალებული  ტეტუნაშვილების  თორმეტსულიანი ოჯახების  დამწვარი სახლების მშენებლობას მოხმარდა.ფონდიდან ამისათვის 20 ათასი ლარი გამოიყო. ამ დროისთვის სამუშაოები  დასრულებულია და ტეტუნაშვილები უკვე თავის სახლში ცხოვრობენ.