Georgian        English        Russian



07 ივლისი 2009


წმინდა მეფეების არჩილისა და ლუარსაბის ხსენების დღე ნოდოკრაში

4 ივლისს მართმადიდებლური ეკლესია წმინდა მეფეების არჩილისა და ლუარსაბის ხსენების დღე აღნიშნა. ეს დღე განსაკუთრებით სოფ. ნოდოკრაში წმინდა მეფეების სახელობის მონასტერში აღინიშნება, სადაც არჩილ მეფეა დაკრძალული.

საზეიმო წირვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა თადეოზმა აღავლინა და დაათვალიერა ფონდ “ერთგულება”-ს მიერ მონასტერში ჩატარებული სარესტავრაციო და სამშენებლო სამუშაოები. წირვას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩასული სასულიერო პირები და ადგილობრივი მრევლი დაესწრო.