Georgian        English        Russian



19 აგვისტო 2009


პატარა გიორგი

გიორგი ზარქუა ჯერ კიდევ 2 წლის და 8 თვის არის, მაგრამ ამის მიუხედავად უკვე ბევრი გადახდა თავს. ის ქუთაისის სამშობიაროში დაიბადა და დაბადებისთანავე მშობლებმა უარი თქვეს ბავშვზე, გიორგის არც ერთი ხელი არ აქვს. განაწილებით ის თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, საიდანაც ის შვილობილობის პროგრამით ერთ-ერთმა ოჯახმა წაიყვანა, მაგრამ ვერ შეძლო ბავშვისთვის აუცილებელი პირობების შექმნა და გიორგი კვლავ ბავშვთა სახლში დააბრუნეს. საბედნიეროდ ბავშვს მზრუნველი პატრონი გამოუჩნდა, მაგული კობახიძე ბავშვთა მე-2 საავადმყოფოში მუშაობს, სადაც გიორგი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხშირად ხვდებოდა. ამჟამად გიორგი ქ-ნი მაგულის მეურვეობის ქვეშ იმყოფება და თავს ძალიან კარგად გრძნობს, ახალი ოჯახი ზრუნავს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.

საქველმოქმედო ფონი “ერთგულება”-ს ხელშეწყობით გიორგი ბებიასთან ერთად 17 აგვისტოს ურეკში ერთი კვირით გაემგზავრა, მაგნიტური ქვიშა აუცილებებლია ბავშვის სახსრების სრულფასოვანი განვითარებისათვის.

ფონდი მომავალშიც გააგრძელებს პატარა გიორგის დახმარებას. სექტემბრის თვისთვის უკვე დაგეგმილია მასაჟების კურსი, რომელიც ხელს შეუწყობს გიორგის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას.