Georgian        English        Russian




სამი მღვდელმთავრის მამათა მონასტერი

 

2004 წლის სექტემბერში სოფელ ბერთსოფელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სამი მღვდელმთავრის სახელობის- ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის,  დედათა და მამათა მონასტერების მშენებლობა. სოფელი ამ დროისთვის დაცლილი იყო, როგორც კი მონასტრის მშენებლობა დაიწყო სოფელში აჭარიდან მოსახლეობა ჩამოასახლეს, რომელთაგანაც უმეტესობა მოუნათლავი იყო,  ისინი მონასტრის მსახურების მიერ მოინათლნენ
სოფელი ასევე ცნობილია სასწაულმოქმედი წყაროთი რომელიც სათავეს ეკლესიიდან იღებს და რომელშიც კალმახები ბინადრობენ. გადმოცემის თანახმად კალმახები და წყაროს წყალი ხალხს მრავალ სნეულებათაგან კურნავდა, კალმახები კი ხალხს ხელით შეხების საშუალებას აძლევდნენ.
საქველმოქმედო ფონდ “ერთგულება”- მ სამი მღვდელთმთავრის მონასტრისათვის გააკეთა გზა, ააშენა კელიები და გააკეთა გათბობის სისტემა.