Georgian        English        Russian




სპორტისა და კულტურის ხელშეწყობა

 

საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” დაეხმარა დუეტ ”ჯორჯიას” იურმალის საერთაშორისო ფესტივალზე გამგზავრებაში.

 

მადლობის წერილი


”დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ არჩილ გეგენავას და მის ფონდს ”ერთგულება”, რომელიც უანგაროდ ამოგვიდგა მხარში იურმალის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ღირსეულად წარმოსაჩენად.
ბატონ არჩილს ვუსურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ღვთის მადლსა და წყალობას _ ასევე ვისურვებდით, კვლავაც გაემართოს ხელი მათთვის, ვისაც მისი დახმარება ასე სჭირდება”.

დუეტი "ჯორჯია"
პროდიუსერი მაია ყიფიანი

 

 

                                                    რატი წითელაძე

ახალგაზრდა სპორტსმენი რატი წითელაძე არის საქართველოს ყველა მიმდინარეობის კონტაქტურ ორთაბრძოლათა უპირობო ლიდერი, საქართველოსა და მსოფლიო ჩემპიონი. ფონდი “ერთგულება” ეხმარება სპორტსმენს სხვადასხვა ქვეყნებში ტურნირებზე გამგზავრებაში და აგრეთვე უხდის მას ყოველთვიურ სტიპენდიას.

 

ძიუდოს დარბაზი სოფელ კაკაბეთში

საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” აქტიურად არის დაკავებული სპორტისა და კულტურის ხელშეწყობით. სწორედ ამიტომ  2006 წელს  სოფელ კაკაბეთში, ფონდის დახმარებით, სრულიად აღსდგა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყო  ძიუდოს სპორტული დარბაზი. ამ ყოველივეს განსახორციელებლად  ფონდიდან 16 000 დოლარი გამოიყო.

 

წყალბურთის ხელშეწყობა

როგორც ამბობენ “ჯანსაღ ორგანიზმში ჯანსაღი სული დევსო.” ამ ყოველივეს საქმით განმტკიცება ესაჭიროება. საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება” აქტიურად არის ჩაბმული წყალბურთის განვითარების პროცესში. საქართველოში ჩამოყალიბდა “საქართველოს წყალბურთის ეროვნული ასოციაცია.” მისი დამფუძვნებლები არიან: ყოფილი წყალბურთელები, საქველმოქმედო ფონდი “ერთგულება” და ის პირები ვინც რეალურად შეუწყობს ხელს წყალბურთის განვითარებას.